სუს–მა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 3 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცა


     სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონალური სამმართველოს გურიის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების განყოფილების თანამშრომლები მოსე დ, გივი ბ. და შალვა ღ.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის იანვარში მოსე დ-მ, შალვა ღ-მ და გივი ბ-მ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით არ განახორციელეს კანონით გათვალისწინებული მათზე დაკისრებული მოვალეობები. კერძოდ, უკანონო ქმედებებში არ ამხილეს ორი კომპანიის წარმომადგენლები, რომლებიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნატანების კალაპოტში მუშაობდნენ და საშუალება მისცეს აღნიშნულ კომპანიებს მოეხდინათ დიდი ოდენობით ინერტული მასალის - ქვიშა-ღორღის ლიცენზიის გარეშე მოპოვება, რამაც სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. 

     გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით).

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно