შსს–მ ბათუმში სომხეთის მოქალაქის ჯგუფურად გაქურდვის ფაქტზე 2 პირი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1981 წელს დაბადებული ი.ც. და 1980 წელს დაბადებული მ.ც. დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა მიმდინარე წლის 6 ივლისს ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანის შუშა დააზიანეს და დიდი ოდენობით თანხა და პირადი ნივთები გაიტაცეს. სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

     გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა'' და მე-4 ნაწილის ,,ბ'' ქვეპუნქტებით.
 

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно