,, მემორანდუმი, რომელსაც დღეს გავაფორმებთ არის ევროკავშირის სიგნალი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის"– სტილიანიდისი


     მემორანდუმი, რომელსაც დღეს გავაფორმებთ არის ევროკავშირის სიგნალი საქართველოს ევროინტეგრაციისთვის - ამის შესახებ, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა ევროკომისარმა ქრისტოს სტილიანიდისმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროს, გიორგი მღებრიშვილთან შეხვედრაზე განაცხადა.

     "ხელშეკრულება საშუალებას მისცემს საქართველოს მოახდინოს მეტი ჩართულობა და ევროკავშირისგან მიიღოს სწრაფი დახმარება სამოქალაქო უსაფრთხოების კუთხით ", - განაცხადა ევროკომისარმა

     ორმხრივ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომავალ წელს ევროკავშირი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისათვის ფინანსურ დახმარებას გამოყოფს.​

     ევროკომისართან შეხვედრაზე, გიორგი მღებრიშვილმა აღნიშნა, რომ სამსახურის მთავარი მიზანია საქართველო გახდეს ევროკავშირის ერთიანი სამოქალაქო უსაფრთხოების მექანიზმის წევრი. ​ ​

     ევროკომისარი, ჰუმანიტარული დახმარებისა და კრიზისების მართვის საკითხებში, ქრისტოს სტილიანიდისი მეორე დღეა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. იგი უკვე შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს, ხოლო, 14:00 საათზე, სასტუმრო რედისონში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრეზენტაციას და ადმინისტრაციული ხელშეკრულების ხელმოწერის ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას.

     ევროკომისარი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно