შსს–მ პრეზიდენტის სიძის მეგობარი დააკავა


     შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის სიძის, მინდია გოგოჭურის ახლო მეგობარი, თორნიკე კაჭარავა დააკავა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. 
     
     ,,შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, წარსულში არაერთგზის ნასამართლევი, 1989 წელს დაბადებული თ.კ. თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     მიმდინარე წლის 21 ივლისს, თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე თ.კ. მოპედით გადაადგილდებოდა. საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა იგი ალკოტესტით შემოწმების მიზნით შეაჩერეს, თუმცა თ.კ. მათ კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა და მიმალვა სცადა. პატრულ-ინსპექტორებმა მისი დაკავება მალევე შეძლეს.

     სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას „სტეჩკინის" მარკის ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს,"– ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.
 
     თორნიკე კაჭარავა პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ 2017 წლის 17 ივლისს გაათავისუფლეს. ის  სამართალდამცველებმა ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. მაშინ პრეზიდენტის ქალიშვილი, ანა მარგველაშვილი აცხადებდა, რომ კაჭარავა და მისი კიდევ ერთი ახლო მეგობარი, მიხეილ თათრიშვილი, პრეზიდენტის ოჯახის  მიმართ რეპრესიებს ემსხვერპლნენ და ამის გამო ჩაუდეს მათ ნარკოტიკული საშუალებები.

 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно