შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო


     შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.

     მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და გარდაბნის პოლიციის სამმართველოების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული მ.ჩ. რუსთავში, ხოლო 1975 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი მ.ბ. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ აღთაკლიაში დააკავეს.

    სამართალდამცველებმა, რუსთავში დაკავებული მ.ჩ.-ს პირადი ჩხრეკისას, 2 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ნივთმტკიცებად ამოიღეს. გარდაბნის რაიონში დაკავებული მ.ბ.-ს პირადი ჩხრეკისას კი 3 შეკვრად დაფასოებული და საინექციოდ გამზადებული ჰეროინის შემცველი ნარკოტიკული ნივთიერებები ამოიღეს.

     ორივე ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

     გამოძიება მ.ჩ-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, ხოლო მ.ბ.-ს მიმართ იგივე მუხლის „დ" ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

скачать dle 11.0фильмы бесплатно