რა შემთხვევაში დააკავებენ კრიმინალურ ავტორიტეტებს? –შსს მისისტრის მოადგილე
შსს მინისტრის მოადგილემ საკანონმდებლო ცვლილების შესახებ ისაუბრა


     „საქართველოში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა მოხდება" – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

     მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ ახალი პროექტის ამოქმედების შემდეგ გამამტყუნებელი განაჩენების სტატისტიკა გაიზრდება.

     ,,საქართველოში საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის დასჯა მოხდება. თუ კი ჩვენ გამოძიების ეტაპზე დავადასტურებთ, რომ ამ ადამიანებს რაიმე ფორმით გავლენა აქვთ მოხდენილი საქართველოში დანაშაულებრივ საქმიანობაზე, ან მონაწილეობა აქვთ მიღებული თუნდაც ელექტრონული კომუნიკაციით რაიმე დანაშაულში. ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, რათა დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი. უნდა დავადასტუროთ ეს. მტკიცებულებების გარეშე ხომ ვერ დავაკავებთ? მხოლოდ აღიარების საფუძველზე პირი ვერ დაისჯება. მტკიცების მიმართულებით ჯერ კიდევ არსებული კანონმდებლობა პრობლემებს ქმნიდა. თუ გვექნება აღიარებასთან ერთად მტკიცებულებების ერთობლიობა დადგება პასუხისმგებლობის საკითხი", – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა. 

     შეგახსენებთ, რომ ე.წ. ,,კანონიერ ქურდებს" საქართველოში საზღვრის გადმოკვეთისთანავე აკავებდნენ ,,კანონიერი ქურდობის" ბრალდებით. ამ მუხლით დაკავებულების დიდი ნაწილი 2014 წლიდან სასამართლოს გამამართლებელი განაჩენით ტოვებდა, რადგან, როგორც სფეროზე მომუშავე ექსპერტები ამბობენ, ბრალდების მხარეს მხოლოდ აღიარებითი ჩვენებით, ან სტატუსით – „კანონიერი ქურდი" დანაშაულის მტკიცება უჭირდა.

     საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, „კანონიერ ქურდობაზე" თავისუფლების აღკვეთა 9-დან 15 წლამდე იქნება, მოქმედი კანონმდებლობით, კი 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა.

     უწყების ცნობით, ცვლილებები ასევე გავრცელდება „ქურდული სამყაროს" წევრობაზეც, რაზეც თავისუფლების აღკვეთა ნაცვლად 5-დან 8 წლამდე, იქნება 7-დან 10 წლამდე.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно