დიდი ოდენობით სიგარეტისა და სხვა ტვირთის საქართველოს გავლით უკანონოდ ტრანსპორტირების ფაქტი აღიკვეთა


     მიღებული ინფორმაციის დამუშავებისა და რისკების ანალიზის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგამოძიებო სამსახურის მიერ ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „ყაზბეგი" და „წითელი ხიდი" აღკვეთილ იქნა არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის - 876 990 კოლოფი სიგარეტის და 60 024 ცალი სველი ხელსახოცის საბაჟო წესის დარღვევით გატანის ფაქტები. კერძოდ, 2018 წლის 13 სექტემბერს, საქართველოში თურქეთიდან ტრანზიტულად შემოვიდა აზერბაიჯანში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა, რომლის დოკუმენტაციის თანახმად, რუსეთის მიმართულებით 2 512 ყუთი სველი ხელსახოცის ტრანსპორტირება ხდებოდა.

     საბაჟო გამშვები პუნქტის „ყაზბეგი" კონტროლის ზონაში, დათვალიერებული იქნა რუსეთის მიმართულებით მიმავალი ზემოხსენებული სატვირთო ავტომანქანა, რომელშიც, ტვირთის თანმხლებ დოკუმენტებში დაფიქსირებული სველი ხელსახოცის ნაცვლად აღმოჩენილ იქნა, არადეკლარირებული 876 990 კოლოფი სიგარეტი - „CAVALLO". პარალელურად, ამავე დღეს, არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან საქართველოში ტრანზიტით შემოვიდა ასევე აზერბაიჯანში რეგისტრირებული სატვირთო ავტომანქანა, რომელიც ტვირთის - 1 847 ყუთი ფილტრიანი სიგარეტის CAVALLO გადაზიდვას აზერბაიჯანში ახდენდა.

     საბაჟო გამშვებ პუნქტის „წითელი ხიდი"-ს კონტროლის ზონაში შეჩერებულ იქნა აღნიშნული სატვირთო ავტომანქანაც. თანმხლები დოკუმენტების მიხედვით, ტვირთი ფილტრიანი სიგარეტი - CAVALLO უნდა ყოფილიყო, თუმცა, მანქანის დათვალიერებისას მებაჟე ოფიცრებმა სიგარეტის ნაცვლად არადეკლარირებული 60 024 ცალი სველი ხელსახოცი აღმოაჩინეს.

     საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно