„ქართული ოცნების“ ოფისის გაქურდვის ფაქტზე ორი პირი დააკავეს


     „ქართული ოცნების" ოფისის გაქურდვის ფაქტზე 1973 წელს დაბადებული ვ.დ. და 1976 წელს დაბადებული ბ.კ. დააკავეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

     უწყების ცნობით, დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

     „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 2018 წლის – 8 დეკემბერს, თბილისში „ქართული ოცნების" ოფისი გაქურდეს, საიდანაც სეიფი მოიპარეს, რომელშიც 7 000 ლარამდე თანხა იყო მოთავსებული. სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპარული თანხა სრულად ამოიღეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მე-3 წაილის „ა" და „გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქურდობას გულისხმობს", – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно