სან-პაულუს ​აეროპორტიდან სამართალდამცველების უნიფორმაში გადაცმულმა პირებმა 750 კილოგრამი ოქრო მოიპარეს


     ბრაზილიაში სამართალდამცველების უნიფორმაში გადაცმულმა პირებმა, აეროპორტიდან 750 კილოგრამი ოქრო მოიპარეს.

     გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებული პირები სან-პაულუს ​აეროპორტთან ორი ავტომობილით მივიდნენ და ყალბი დოკუმენტების საშუალებით სატვირთო განყოფილებაში შესვლა მოახერხეს, საიდანაც კომპანია „ბრინქის" საინკასაციო ფურგონი გაძარცვეს.

     საიუველირო ნაწარმის ღირებულება 30 მილიონ დოლარს აღემატება
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: 1tv