საგამოძიებო სამსახურმა ივნისის განმავლობაში 375 000 ლარის ღირებულების უაქციზო სიგარეტი ამოიღო


     ​საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ივნისში საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვის 54 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის ცხრა ფაქტი გამოვლინდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით ჩატარებული ღონისძიებების შედეგად.

     უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიების პროცესში დანაშაულში მხილებული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი, სხვადასხვა დასახელების, ჯამში 118 325 კოლოფი უაქციზო სიგარეტი.

     ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 375 000 ლარს აღემატება.

     გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно