ამერიკული მხარე საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება


     ამერიკული მხარე საქართველოს მოხალისეთა სისტემის ფორმირებაში დაეხმარება, ამის შესახებ მოლაპარაკება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსს და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შორის შედგა.

     ​გიორგი მღებრიშვილმა და ელიზაბეთ რუდმა სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და კონკრეტული პროექტებიც დაგეგმეს.

     ​აშშ-ის საელჩომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს 5-წლიანი გეგმის განხორციელებაში მხარდაჭერა გამოუცხდა.

     უახლოეს მომავალში, ამერიკული მხარის მიწვევით, გიორგი მღებრიშვილი აშშ-ს ეწვევა და მათი სამსახურის მოდელს გაეცნობა.

     სსმს-ს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონპროექტის მიხედვით, საქართველოში მოხალისეთა სისტემა დაინერგება, სადაც გაწევრიანება ნებისმიერ მსურველს შეეძლება. აღნიშნული სიახლე ამერიკულ მოდელს ეფუძნება, სადაც მოხალისეთა სისტემის მრავალწლიანი გამოცდილება არსებობს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно