სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს


     სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც ,,ულტრაპრესი" უცვლელად გთავაზობთ:
 
     სურსათის ეროვნული სააგენტო რესტორან "იმერულ ეზოში" კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს განახორციელებს. მცხეთა-მთიანეთის რეგიონის ინსპექტორები უკვე იმყოფებიან ნატახტარში მდებარე საზოგადოებრივ კვების ობიექტში, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო. 

     სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა. ამიტომ მოუწოდებს მომხმარებელს, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, დაუკავშირდეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის ცხელ ხაზს - 15 01.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно