საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად საველე ვარჯიშებს ახორციელებს


     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოსთან ერთად საველე ვარჯიშებს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ქბრბ (ქიმიურ, ბიოლოგიურ, რადიაციულ, ბირთვულ) ინციდენტებზე მომუშავე დანაყოფების შესაძლებლობების კიდევ უფრო განვითარება და გაძლიერება.

​     პროექტის ფარგლებში თბილისის დინამოს სტადიონზე განხორციელდა საველე ვარჯიში, კონკრეტულად კი, ინსცენირებული იყო ტერორიზმის აქტი.

      ტრენინგები 30 მაისს დაიწყო, ქბრბ ინციდენტებზე მომუშავე ძალებმა თეორიული სწავლება გაიარეს, შემდეგ კი პრაქტიკულ წვრთნებზე გადავიდნენ.
скачать dle 11.0фильмы бесплатно