მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა


     სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა, – ამის შესახებ წმინდა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ,  ჟურნალისტებს წილკანისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზოსიმემ განუცხადა.

     ბრილიანტის ჯვრის ტარების უფლება ეკლესიის უმაღლესი ჯილდოა, რომელსაც ეკლესია წმინდა სინოდის წევრებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ანიჭებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://1tv.ge/news/meufe-shio-briliantis-jvris-tarebis-uflebit-dajildovda/