,,თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი განაშენიანება, როგორიც არის სპორტის სასახლის უკან"- კალაძე


     ,,თავიდან უნდა ავიცილოთ ისეთი განაშენიანება, როგორიც არის სპორტის სასახლის უკან"- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა გენერალურ გეგმაზე საუბრისას განაცხადა.  
 
     „11 არეალი არის გამოყოფილი მაგალითად, როგორც ლისის ტბის ტერიტორიის მიმდებარე ფართები. ჩვენ იქ შევზღუდეთ მშენებლობები. შევაჩერეთ დროებით და ზუსტად ეს ტერიტორიაზე მოხვდა გენგეგმის ნაწილშიც, სადაც უნდა განისაზღვროს, უნდა ჩატარდეს კვლევა და უნდა დაიდოს დოკუმენტი, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ კონკრეტული ტერიტორიების განვითარება, რომ თავიდან ავიცილოთ ის, რაც გვაქვს მაგალითად სპორტის სასახლის უკან და სამწუხაროდ არის კიდევ რამდენიმე ადგილი სადაც ქაოტურად არის განაშენიანებული,"-განაცხადა კახა კალაძემ.

     თბილისის განვითარების გენერალური გეგმა დასამტკიცებლად საკრებულოში უკვე შევიდა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно