,,მიტროპოლიტმა იობმა დარეკა მეუფე იაკობთან და მომხდარის გამო სინანული გამოთქვა"– საპატრიარქო


     ,,მიტროპოლიტმა იობმა დარეკა მეუფე იაკობთან და მომხდარის გამო სინანული გამოთქვა,"– ამის შესახებ საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
 
    აღნიშნული განცხადება საპატრიარქომ მღვდელმსახურ გიორგი აბდუშელიშვილის განცხადებების საპასუხოდ გააკეთა.
 
    ,,ამა წლის 3 ივლის ტელევიზია TV პირველი-ის გადაცემა "რეაქციაში” მონაწილეობა მიიღო რუის-ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახურმა, გიორგი აბდუშელიშვილმა, რომელმაც 6 ივლისს სპორტის სასახლეში დაგეგმილ ღონისძიებასთან დაკავშირებული თემის პარალელურად გააჟღერა სიცრუეზე აგებული, შეურაცხმყოფელი და ყოვლად უპასუხისმგებლო ბრალდებები. მის ქმედებასთან დაკავშირებით მრევლი და სასულიერო პირები ითხოვენ დროულ რეაგირებას.

     განვმარტავთ, რომ ორი დღის წინ მეუფე იაკობთან (იაკობიშვილი) დარეკა რუის-ურბნისის მმართველმა მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა იობმა (აქიაშვილი) და გამოთქვა სინანული მომხდარის გამო, ამასთან განაცხადა, რომ მიიღებს მკაცრ ზომებს ზემოხსენებულ სასულიერო პირთან დაკავშირებით. ვფიქრობთ, ახლო მომავალში მეუფე იობი და მისი ეპარქია დააფიქსირებს პოზიციას, ამიტომაც საქართველოს საპატრიარქო ჯერ არ აკეთებს რეაგირებას მომხდართან დაკავშირებით,"– ნათქვამია განცხადებაში.
скачать dle 11.0фильмы бесплатно