ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს


     ტაილანდელმა მაშველებმა დატბორილი გამოქვაბულიდან ბავშვების გამოყვანის ოპერაცია დაიწყეს. 12 ბავშვი და მათი მწვრთნელი უკვე ორი კვირაა დატბორილ მღვიმეშია ჩარჩენილი. სამაშველო შტაბის ინფრომაციით, მათი ევაკუაციის ჩასატარებლად გამოქვაბულში 13-კაციანი მყვინთავების ჯგუფი შევიდა, საჭირო პროცედურების ჩატარების შემდეგ მაშველები ბავშვების გამოყვანას დაიწყებენ. მათ გარეთ თბილისის დროით საღამოს 18:00 საათისთვის ელოდებიან.

     გამოქვაბულთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ოპერაციის დაწყვებამდე მაშველებმა გამოქვაბულის შესასვლელიდან ყველა ჟურნალისტი, ბავშვბეის მშობლები და ნათესავები გაიყვანეს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/108503