სამხრეთ კორეა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს ამარტივებს


     საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს სამხრეთ კორეა ამარტივებს. ამის შესახებ ინფორმაციას კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

     "კორეის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროსთან და საიმიგრაციო სამსახურთან საელჩოს ბოლო პერიოდში ჩატარებული ინტენსიური მუშაობის შედეგად, კორეის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება ორდინალური პასპორტების მფლობელი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ,"- წერია განცხადებაში.

     სავიზო რეჟიმის გამარტივება გულისხმობს საქართველოს მოქალაქეებისათვის 1-5 წლამდე მოქმედების ვადის მქონე მრავალჯერადი ვიზების გაცემას და იგი შეეხება უმაღლესი განათლების მქონე პირებს და სხვადასხვა სფეროს (კერძო სექტორი, სამედიცინო და ა.შ.) წარმომადგენლებს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/saqartvelo/69281/saqartvelos-moqalaqeebistvis-savizo-rejims-samkhret-korea-amartivebs