ხაშურში, სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია


     ხაშურში, სოფელ ცედანში ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

     საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით ცეცხლის გავრცელების საშიშროება არ არსებობს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

     ადგილზე მუშაობს 220 მეხანძრე-მაშველი და 17 სახანძრო მანქანა. მათ შორის, ტყის ხანძრების ქრობის სპეცტექნიკა.
 
     დილის 7 საათიდან, ხანძრის ქრობის პროცესში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილი ვერტმფრენი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно