„შსს-ს ეს განცხადება არის დანაშაულის შეფუთვა" – სასულიერო პირი შსს–ს ინიციატივაზე


     სასულიერო პირები მარიხუანის მოხმარებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

    შსს-ს განცხადებას, რომლის მიხედვითაც, მარიხუანას მოხმარება მკაცრ სამართლებრივ ჩარჩოში მოექცევა, მამა დავით ისაკაძე „დანაშაულის შეფუთვად" მოიხსენიებს.

    „შსს-ს ეს განცხადება არის შეფუთვა დანაშაულის, ასე, რომ მე ამ პოლემიკაში შემოსვლას არ ვაპირებ... საკონსტიტუციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება, რომელმაც მოახდინა ლეგალიზაცია ნარკოტიკული საშუალების, არის სახელმწიფოებრივი დონის დანაშაული. დანაშაული სახელმწიფოს და ჩვენი მოსახლეობის მიმართ," - განაცხადა მამა დავით ისაკაძემ.

     საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ გამოთქმულ კრიტიკას იზიარებს მამა დავით ლასურაშვილი და ნარკოტიკების მოხმარებით გამოწვეულ ზიანზე ამახვილებს ყურადღებას.

     „არაერთი შემთხვევაა, რომ ერთადერთხელ მოხმარებაც კი იწვევს ადამიანის როგორც ფსიქიკურად, ასევე ფიზიკურად რთულ, ავადმყოფურ მდგომარეობაში გადასვლას," - აღნიშნა მამა დავით ლასურაშვილმა.

     შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ჩარჩოს განსაზღვრის აუცილებლობასთან დაკავშირებით განცხადება ორი დღის წინ გაავრცელა.  განცხადებაში საუბარია იმ ადგილებზე, სადაც მარიხუანას მოხმარება დაუშვებელია, მათ შორის არის საჯარო სივრცე.

     შსს-მ სამართლებრივ ჩარჩოების შემოღებაზე განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, დაახლოებით, ერთი თვის შემდეგ გააკეთა. სასამართლოს გადაწყვეტილებით მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა გაუქმდა.
скачать dle 11.0фильмы бесплатно

წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/112946