,,საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია"– მეუფე შიო


     „ნარკომანია მთელი საზოგადოების პრობლემად იქცა. ამ მძიმე ვითარების გამოსასწორებლად, ყველა რისკის გათვლა და სპეციალისტების აზრის მაქსიმალურად გათვალისწინებაა საჭირო. იმედია, ჩვენი კონფერენცია დიდ წვლილს შეიტანს ამ პრობლემის მოგვარებაში, ასევე პასუხს გასცემს იმ მწვავე შეკითხვებს, რომელიც ბოლო დროს საზოგადოებაში დაგროვდა,"– ამის შესახებ პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ მეუფე შიომ საქართველოს საპატრიარქოს ქართულ უნივერსიტეტში, ნარკომანიის თემაზე მიმდინარე კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
 
     ,,კონსტიტუციის დღის აღსანიშნავ საზეიმო შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ბრძანა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია ხალხს უნდა ემსახურებოდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელმა გადაწყვეტილებამ კი ბევრი კითხვა და ნეგატიური განწყობა გააჩინა. ოთხი მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ შესაძლებლად მიიჩნია დღევანდელი კონსტიტუციის მე-16 მუხლის საფუძველზე, სადაც წერია, რომ ყველას საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება აქვს. გამოიტანა დასკვნა, რომ მარიხუანას მოხმარება პიროვნული განვითარების თავისუფლებას უკავშირდება.ა

     საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებით ახალი იდეოლოგიური პარადიგმა შექმნა, რომლის მიხედვითაც თვითგანვითარების ცნება მარიხუანას მოხმარებასაც გულისხმობს, რაც ჩვენს სარწმუნოებასა და ტრადიციულ ოჯახურ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რასაც ეკლესია ვერავითარ შემთხვევაში ვერ დაეთანხმება. მით უმეტეს, შეგახსენებთ, რომ გაერო-ს მიერ მარიხუანა ნარკოტიკული ნივთიერებების სიაშია შეტანილი და მისი მოხმარებით გამოწვეული სოციალური ზარალი საკმაოდ მაღალი რისკით არის შეფასებული. ყველა საკანონმდებლო აქტი საკუთარ თავში უნდა მოიცავდეს ზნეობისა და საზოგადოებრივი სიკეთის გარკვეულ ოდენობას. ეს გადაწყვეტილება კი მომავალში რას გვიქადის? ამ ლოგიკით შესაძლებელია ნებისმიერი ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება მომავალში განიხილებოდეს როგორც თვითგანვითარების უფლება. თვითგანვითარების ცნებას ჩვენს ცნობიერებაში სულიერი, ინტელექტუალური და ფიზიკური სრულყოფისკენ ლტოლვის შინაარსი გააჩნია. „იგი ნაადრევ სიბერეს და ტვინის ფუნქციის აქტიურობის დაქვეითებას იწვევს. ამიტომაც საზოგადოების დიდ ნაწილს სამართლიანად მიაჩნია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ალოგიკური და არამეცნიერულია. საქართველოს ეკლესია ამ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის სურვილს გამოხატავს, ნათელი მოეფინოს შექმნილ ვითარებას და დაშვებული სარისკო ფაქტორები გამოსწორდეს" – აღნიშნა მეუფე შიომ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно