ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში ბრუნდება


     ,,კურიერის" ინფორმაციით, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტია "ქართულ ოცნებაში" ერთ-ერთ ხელმძღვანელ თანამდებობაზე ბრუნდება. ამის შესახებ "კურიერს" ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. 

     ამ წუთებში "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა იწყება, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრება. 

     წყარო "რუსთავი2"-ს უყვება, რომ პარტიის თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც პარტიაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. ივანიშვილმა პარტიის წევრებს უთხრა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ერთადერთია, ვისაც პარტიაში არსებული კრიზისის მოგვარება შეუძლია. 


წყარო: http://rustavi2.ge/ka/news/127448