საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და მსოფლიო გიგანტ კომპანია MOTOROLA- ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის ფარგლებში ციფრული რადიოკავშირის სისტემის განვითარება იგეგმება.
დოკუმენტზე ხელმოწერისთვის საქართველოში სპეციალურად იმყოფებიან MOTOROLA- ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკლ კაე და კომპანიის წარმომადგენლები.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური რადიოკავშირის სისტემის განვითარების ფარგლებში უახლოეს მომვალში MOTOROLA- სგან შეიძენს:
6 ერთეულ საბაზო სადგურს ყველა საჭირო საანტენო და საკაბელო აქსესუარით;
130 სტაციონარულ რადიოსადგურს;
20 სამანქანო რადიოსადგურს;
830 ხელის რადიოსადგურს;
255 სამხრე მიკროფონს;
2 სადისპეტჩერო კონსოლს;
GSM ქსელთან ინტეგრაციის სისტემას;
10 ერთეულ LTE რადიოსადგურს.
MOTOROLA - სთან კონტრაქტის ფარგლებში ასევე მოხდება სისტემის უზრუნველყოფა ორი წლის ვადით და პერსონალის გადამზადება