დავით მუხიგული: ,,შვილის გარდაცვალების ამბავს გუგეშაშვილს მეუფე ეტყვის"


     დოდო გუგეშაშვილის მეგობრის დავით მუხიგულის თქმით, შვილის გარდაცვალების ამბავს გუგეშაშვილს მეუფე ეტყვის. 

     როგორც მუხიგულმა ჟურნალისტებს განუცხადა ნოდარ გუგეშაშვილს სავარაუდოდ ხუთშაბათს დაკრძალავენ, დედამისს კი რეანომობილით მიიყვანენ. 

     „ნოდარ გუგეშაშვილის დაკრძალვა სამშაბათისთვის ვერ მოესწრება, ამიტომ სავარაუდოდ, ხუთშაბათს დავკრძალავთ. ხოლო დოდო გუგეშაშვილს შვილის გარდაცვალების ამბავს ალბათ, ხვალ ვეტყვით. ველოდებით საპატრიარქოდან მეუფის მოსვლას, რომ უთხრას შვილის ამბავი. დოდოს გადაყვანა დაკრძალვაზე ძნელია, მაგრამ უნდა ვეცადოთ, რომ რეანომობილით მივიყვანოთ, ემოციური ქალია და ექიმები გვერდით უნდა ჰყავდეს. ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ექიმებმა გვითხრეს სტაბილურია. რაც შეეხება პალატაში გადაყვანას, ჯერ არ გადაუყვანიათ და ამბობენ, რომ ხვალისთვის გადაიყვანენ", - განაცხადა დავით მუხიგულმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно