იაპონიის მთავრობა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანას გადასცემს


     იაპონიის მთავრობა საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს სახანძრო მანქანა/კიბეს გადასცემს.

     მანქანა/კიბე ისანი–სამგორის სახანძრო-სამაშველო დეპოს გადაეცემა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება მისი სწრაფი გადაადგილება თბილისის დანარჩენ ტერიტორიაზე.

     სტატისტიკის მიხედვით, დედაქალაქში ხანძრების 10% მაღალსართულიან საცხოვრებელ კორპუსებში ხდება. მანქანა/კიბე თბილისის სახანძრო-სამაშველო სამსახურის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

     პროექტი „ადამიანთა უსაფრთხოების საგრანტო პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება და მას იაპონიის საელჩო 99 733 აშშ დოლარით აფინანსებს. პროგრამა დახმარებას უწევს შედარებით მცირემასშტაბიან პროექტებს და მიზნად ისახავს ადამიანის უსაფრთხოების მხრივ მდგომარეობის გაუმჯობესებას საქართველოში.

     ხელმოწერის ცერემონია 2018 წლის 30 ნოემბერს 13:30 საათზე, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ტრენინგ ცენტრში (თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია) გაიმართება.

     ცერემონიას დაესწრებიან იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა, საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, შალვა ხუციშვილი, იაპონიის დიპლომატიის განვითარების საზოგადოების წარმომადგენლები და პროექტში ჩართული პარტნიორები.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно