პარკინსონითა და ეპილეფსიით დაავადებულებისთვის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდება


     „ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის" პროგრამას ნევროლოგიური დავადებების, ეპილეფსიისა და პარკინსონის მედიკამენტები დაემატება, – ამის შესახებ დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განცხადა.

     როგორც მინისტრმა განაცხადა, მოსახლეობისთვის გაიაფებული მედიკამენტი დიდი შეღავათი იქნება, რაც სახელმწიფოს მხრიდან კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია.

     სერგეენკოს თქმით, მოსახლეობა სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ 35 მედიკამენტით ისარგებლებს, თუმცა შემდგომ ეტაპებზე მისი 60 მედიკამენტამდე გაზრდა იგეგმება.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно