Facebook-მა სექსუალურ ორიენტაციაზე ლაპარაკი დაუშვა


     Facebook-მა განაახლა შინაგანაწესი, სადაც სექსუალურ პოლიტიკასთან დაკავშირებულ პუნქტში ჩაწერა, რომ სექსუალურ ორიენტაციაზე ლაპარაკი არ იკრძალება. ამის შესახებ The Verge-ი წერს. 

     ოქტომბერში, Facebook-მა სოცქსელის შინაგანაწესს დაამატა ახალი განყოფილება - „სექსუალური ძალდატანება", რომელშიც ჩაწერა, რომ ჩატით აკრძალულია სექსის შეთავაზება, შიშველი ფოტოების გაგზავნა, ან რეკლამები, რომელიც მოზარდების კომერციულ პორნოგრაფიასთან არის კავშირში.

     Facebook-ის განახლებულმა შინაგანაწესმა საზოგადოების აზრი ორად გაყო. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ სოცქსელი თავად უწყობს ხალხს ხელს ამგვარი შინაარსის დიალოგი შედგეს ორ ან მეტ ადამიანს შორის, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თუნდაც მათ სექსუალურ ორიენტაციაზე ლაპარაკი დაშვებული არ უნდა იყოს. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/88632/facebookma-seqsis-temisadmi-midgoma-shetsvala