რამ გამოიწვია ჭაში ტემპერატურის მატება? – გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალიტები მონიტორინგს აგრძელებენ


     გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრაში მახარაშვილების ეზოში არსებულ საყოფაცხოვრებო ჭაში წყლის ტემპერატურის მატება ამ ეტაპზე არ ფიქსირდება.

     გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები სოფელ სკრაში იმყოფებოდნენ, ადგილზე ჭაში არსებული წყლის ტემპერატურის გაზომვა და ტემპერატურის მატების მიზეზების შეისწავლეს.

     სპეციალისტების განმარტებით ჭაში ტემპერატურის მატება გამოწვეულია არა ბუნებრივი, არამედ ტექნოგენური ფაქტორით,წყლის ტემპერატურის მატება შესაძლებელია ელექტრო ტუმბოს მწყობრიდან გამოსვლას უკავშირდებოდეს.

     სააგენტოს სპეციალისტები ჭაში არსებული წყლის მონიტორინგს აგრძელებენ.

     შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე დღის წინ სოფელ სკრაში, მახარაშვილების ოჯახში საყოფაცხოვრებო ჭაში წყალი 38 გრადუსამდე გაცხელდა. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно