„კანონი უნდა შეასრულონ, კანონით გარევაჭრობა აკრძალულია“ - მამა კონსტანტინე


     „კანონი უნდა შეასრულონ, კანონით გარევაჭრობა აკრძალულია"–  ამის შესახებ განცხადება, მონასტრის წინამძღვარმა მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა გააკეთა.  

     მისი თქმით, 14 იანვარს, ტაძრის დაკეტვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება უშუალოდ მონასტერში მყოფმა სასულიერო პირებმა მიიღეს. სასულიერო პირის განცხადებით, ჯვრის მონასტრის კარიბჭის დაკეტვის შესახებ საპატრიარქოს მოგვიანებით შეატყობინეს.

„არის როდესაც იღებ კურთხევას ადამიანი რაიმეზე, არის როცა შემდეგ უნდა მოახსენო მის უწმინდესობას ის ნაბიჯი რატომ გადადგი და რატომ გააკეთე. ჩვენ უწმინდეს მოვახსენე შემდგომში. გადაწყვეტილება ჩვენ მივიღეთ და საპატრიარქომ მერე გაიგო," – ამბობს კონსტანტინე ჯინჭარაული. 

     ამ დროისთვის, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა დროებით შეწყვეტილია. მოვაჭრეები მერიის გადაწყვეტილებას ელოდებიან, რომელიც როგორც თავად ამბობენ, 4 დღის განმავლობაში უნდა გააცნონ.

     კითხვაზე, თუკი ორშაბათს ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ვაჭრობა კვლავ განახლდება, დაიკეტება თუ არა ისევ ტაძრის კარიბჭე - მამა კონსტანტინე ამბობს, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ და პოლიციამ კანონი უნდა აღასრულოს, კანონი კი გარე ვაჭრობას კრძალავს.

     „კანონი უნდა შეასრულონ. კანონით არის აკრძალული," - აღნიშნა მამა კონსტანტინე ჯინჭარაულმა.

      შეგახსენებთ, რომ ჯვრის მონასტერი სამი დღის განმავლობაში დაკეტილი იყო. ტაძარში შესვლა არ შეეძლოთ როგორც ტურისტებს, ისე ადგილზე მისულ მომლოცველებს.


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно