შპს „ნიკორა“-დან ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი– სეს–ი


     სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში დარღვევები გამოავლინეს.

     კერძოდ, ორ ბიზნესოპერატორთან - შპს „დადუ"-სა და „შპს „ინა"-ში დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები, შპს „ნიკორა"-დან (აღნიშნულ შპს-ს არავითარი კავშირი არ აქვს მაღაზიათა ქსელ „ნიკორასთან") ამოღებულია 240 კგ-ზე მეტი ვადაგასული ხორცი, შპს „მირო"-ში აღმოჩენილია საეჭვო წარმომავლობის ხორცი ჯანმრთელობის ნიშანდების გარეშე.
 
     აღნიშნული ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ კანონმდებლობის შესაბამისად, 1 ტონამდე ხორცი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.

    აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხორცის საბითუმო სარეალიზაციო ობიექტებში - შპს „ჯი ემ ენ ხორცპროდუქტებსა” და შპს „ახალი ხორცში" დარღვევები არ დაფიქსირებულა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно