როგორ გავაგზავნოთ წერილი Gmail-ზე სასურველ დროს? - ინსტრუქცია


     Google-მა განაცხადა, რომ Gmail-ზე ჭკვიანი წერილის გაგზავნა მალე ყველა პლატფორმაზე იქნება ინტეგრირებული. ფუნქციის გამოყენება ამ დროისთვის მხოლოდ Desktop-სა და სმარტფონებზეა შესაძლებელი. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

     იმისთვის, რომ ელექტრონული ფოსტა სასურველ დროსა და სასურველ ადრესატთან გავაგზავნოთ, შემდეგი ინსტრუქციის შესრულებაა სასურველი:

- აირჩიეთ ღილაკი ახალი წერილის გაგზავნა (Compose)

- მიუთითეთ წერილის ადრესატი და დაწერეთ სასურველი გზავნილი

- გაგზავნის ღილაკთან (Send) დააჭირეთ მენიუს ჩამოშლის ღილაკს და შეარჩიეთ წერილის გაგზავნის თარიღი და დრო

- დააჭირეთ დაგეგმილი წერილის გაგზავნას (Schedule send) 

     მანამდე ცნობილი გახდა, რომ ფუნქცია Smart Compose-ი Gmail-ის მომხმარებელს გზავნილების სათაურის შერჩევაშიც დაეხმარება. ამ ყველაფერს კი სისტემა ტექსტიდან გამომდინარე თავად განსაზღვრავს. 

     Google-ი ადასტურებს, რომ ჭკვიანი წერილის გაგზავნის ფუნქცია Android-ზე, Pixel 3-ზე ფრანგულად, იტალიურად, პორტუგალიურად და ესპანურად უკვე ხელმისაწვდომია.

    Google-ი დეველოპერების კონფერენცია დღეს იწყება.  
 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: https://imedinews.ge/ge/teqnologiebi/104907/rogor-gavagzavnot-tserili-gmailze-sasurvel-dros-instruqtsia