დამოუკიდებლობის დღეს მატარებლებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება


     საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით 26 მაისს რკინიგზის სადგურებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი აჟღერდება. აღნიშნული 26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ორგანიზების სამოქმედო გეგმის დოკუმენტშია ჩაწერილი. 

     საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, რკინიგზის მგზავრებს საჩუქრად ბრენდირებული ნივთები გადაეცემათ. 17:10 საათზე კი სადგურებსა და მატარებლებში საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება. 

     26 მაისს სამხედრო მოსამსახურეთა ფიცის დადების ცერემონიაც გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეები ფიცს თბილისში, უფლისციხეში, გრემის მონასტერში, ანანურის სამონასტრო კომპლექსსა და მრავალძალის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიებზე დადებენ. გარდა ამისა, დამოუკიდებლობის დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებაა დაგეგმილი.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно