მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა


     ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხა. საზეიმო წირვა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ ჩაატარა.

     ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც, 2002 წლიდან მიმდინარეობს. მახათას მთაზე ცერემონიას აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. იქ იმყოფება პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი და დედაქალაქის მერი. 
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно