სპილო გრანდის ოპერაციაზე გადაღებული ფილმი „ბიბისი ორის“ ეთერში გავა


     თბილისის ზოოპარკის ბინადარ სპილო გრანდის ოპერაციის შესახებ დოკუმენტური ფილმის თიზერი გამოქვეყნდა. ვიდეო BBC-ის ვებგვერდზე ვრცელდება.

     ცხოველს ეშვის ამოღების ოპერაცია 31 ოქტომბერს ჩაუტარდა და მისი მიმდინარეობა BBC-ის ჯგუფმა სერიალში "დიდი ცხოველების ოპერაციები" გადაიღო. 
 
     პირველი ოპერაცია „გრანდს" 2014 წელს ჩაუტარდა. ოპერაცია გართულდა და ვეტექიმებმა მხოლოდ ერთი ეშვის ამოღება შეძლეს. ანესთეზიიდან გამოსული სპილოს წამოყენება მრავალსაათიანი ძალისხმევის შედეგად მოხერხდა.

     „ბიბისის" სერიალში სპილოს მეორე ოპერაციაა ასახული.

     სპილო გრანდის შესახებ გადაღებული ეპიზოდის პრემიერა 6 ივნისს BBC Two-ს ეთერში ინგლისის დროით 21:00 საათზე შედგება.
 
      
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно