,,ერთი აღებული ბილეთით მზავრობა შესაძლებელი იქნება, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი"– კალაძე


     თბილისის მერია ერთიანი საბილეთო სისტემის შემოღებას გეგმავს, რომლის ფარგლებშიც მგზავრობა შესაძლებელი იქნება როგორც ავტობუსით, ასევე მეტროთი და მიკროავტობუსით.

     აღნიშნულთან დაკავშირებით დღეს მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

     მისი თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები ცენტრალური უბნებიდან გარეუბნებში გადაინაცვლებს.

    „სიმართლესთან ახლო არ არის, რომ მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ გარეუბნებში. მიკროავტობუსები მოვა თანხვედრაში ავტობუსებთან და მეტროსთან. ეს ყველაფერი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი. ჩვენ არასდროს გაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ და გარეუბნებად, ეს მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია. თვითონ რეფორმა არის მნიშვნელოვანი. იქნება ერთიანი სისტემა, ანუ ერთი აღებული ბილეთით შესაძლებელი იქნება იმგზავრო, როგორც ავტობუსით, მიკროავტობუსით, ასევე მეტროთი. ეს ინტეგრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი. ამასთან დაკავშირებით პრეზენტაცია უახლოეს მომავალში გაიმართება", – განაცხადა კახა კალაძემ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно