დღეს ჟიული შარტავას 74 წელი შეუსრულდებოდა


     დღეს ჟიული შარტავას 74 წელი შეუსრულდებოდა. 

     "წაუსვლელობა არ შეიძლება. სჯობს ამ ომს შევეწიროთ და მომავალი თაობა გადავარჩინოთ. ჩვენი თაობა ისედავ ვალშია მათ წინაშე" - ომში წასვლის წინ ამ სიტყვებით მიმართა საზოგადოებას ეროვნულმა გმირმა, ჟიული შარტავამ. 

     ჟიული შარტავა დაიბადა სენაკში, 1944 წლის 7 მარტს, პედაგოგების, კალისტრატე და ნინო შარტავების ოჯახში. 1951–1961 წლებში სწავლობდა სენაკის მეორე საჯარო სკოლაში, რომელიც ამჟამად მის სახელს ატარებს.

     საშუალო სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავამ ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ავტომატიკისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტზე. იგი აქტიურად მონაწილეობდა სტუდენტური სამეცნიერო კონფერენციების მუშაობაში. ინსტიტუტის წარჩინებით დამთავრების შემდეგ ჟიული შარტავა ჩაირიცხა ასპირანტურაში, მაგრამ ახალგაზრდა მეცნიერმა ვერ შეძლო აკადემიური კარიერის გაგრძელება – ის აირჩიეს უმაღლესი სასწავლებლის კომკავშირის კომიტეტის მდივნად და ამ დროიდან, მთლიანად, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოღვაწეობაზე გადაერთო. მალე ჟიული შარტავა დააწინაურეს საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტში, ჯერ მეორე მდივნის, ხოლო შემდგომ პირველი მდივნის თანამდებობაზე. ამ თანამდებობაზე მან 8 წელი იმუშავა და ბევრი ნოვატორული წამოწყება მიიყვანა ბოლომდე. ჟიული შარტავას სახელს უკავშირდება შავნაბადაზე ახალგაზრდული კომპლექსის დაფუძნება. 

     დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი. სწავლობდა ასპირანტურაში; შემდეგ იყო კომკავშირულ და პარტიულ თანამდებობებზე თბილისსა და რუსთავში. 1980-იან წლებში იყო საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს წევრი. 1992 წლიდან – საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატი რუსთავის მაჟორიტარული ოლქიდან. აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დროს, 1993 წლის ივნისში, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის განკარგულებით დაინიშნა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსა და აფხაზეთის თავდაცვის საბჭოს თავმჯდომარედ. 1993 წლის 27 სექტემბერს უშუალოდ ხელმძღვანელობდა მთავრობის სახლის დაცვის ოპერაციას, რომლის დროსაც აფხაზურმა სეპარატისტულმა დაჯგუფებამ თანამებრძოლებთან ერთად ტყვედ აიყვანა და დახვრიტა. მოგვიანებით, ჟიული შარტავას ცხედარი ქართულ მხარეს გადაეცა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის პანთეონში. 2004 წელს, სიკვდილის შემდეგ, დაჯილდოვდა ეროვნული გმირის ორდენით.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно