ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა ტარიფების გაზრდას არ გამოიწვევს - კალაძე


     თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, "თბილისის მიკროავტობუსსა" და დედაქალაქის მერიას შორის შეთანხმება შედგა.

      კალაძის ინფორმაციით, ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა მოხდება ისე, რომ მოსახლეობას  ტარიფები არ გაეზრდება.

     "კომპანიას მართლაც აქვს საკმაოდ მძიმე მდგომარეობა და არანაირი რესურსი მიკროავტობუსების ჩასანაცვლებლად. ამის მიზეზია ის, რომ ჩვენამდე მმართველობის პერიოდში პრაქტიკულად თვალი იხუჭებოდა ყველა იმ ფინანსურ პრობლემაზე, რომელიც კომპანიის ირგვლივ ტრიალებდა. შესაბამისად, კომპანიის გადმოსახედიდან, ტარიფის ზრდაზე მოთხოვნა არის სრულიად ლეგიტიმური, ეს ყველაფერი დადასტურებულია აუდიტორული დასკვით. ჩვენ და კომპანიამ მივაღწიეთ შეთანხმებას. დღეს ვდებთ მემორანდუმს კომპანიასთან. მერია და კომპანია ერთობლივად ვიწყებთ მიკროავტობუსების ჩანაცვლებას," - აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно