ადამიანი არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას – მეუფე შიო


      სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სამების ტაძარში მრევლს პეტრე-პავლობა მიულოცა და ქადაგებით მიმართა.

     მისი თქმით, ყოველი ქრისტიანი უნდა ავლენდეს ახლებურ, ქრისტიანულ დამოკიდებულებას ღმერთისადმი, ადამიანებისადმი, მოყვასისადმი.

    „ეს არის ახლებური დამოკიდებულება, რომელიც უფალმა იესო ქრისტემ მოიტანა. ადამიანი არ უნდა ავლენდეს მხოლოდ მიწიურ მიდრეკილებებს, მატერიალური მოხვეჭისკენ ლტოლვას. ეს არ არის ქრისტიანიბა. ადამიანი უნდა ავლენდეს ქრისტიანულ თვისებებს, რომელთა შორის უპირატესი არის თავგანწირული, სიყვარული. თუ გვაქვს ჩვენ ისეთი სიყვარული, როგორიც ქონდათ დიდ მოციქულებს, მაშინ შევძლებთ, რომ ეს თვისება გამოვავლინოთ, მაგრამ თუ გულში არ გვაქვს ასეთი თავგანწირული სიყვარული, მაშინ ვერც გამოვავლენთ ამას ვერასდროს", – აღნიშნა მეუფე შიომ.

    ამასთან, მეუფე შიომ პეტრე-პავლობა მიულოცა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს.

    „ჩვენ ერთობით უნდა მივულოცოთ დღევანდელი დღე ჩვენს მამასა და მეუფეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, ვინაიდან იგი არის თანამედროვე ქართული ეკლესიის მშენებლობის მთავარი, ყველაზე მძლავრი ლოდი, დიდი წინამძღოლი.

    მისი მოღვაწეობიდან ჩანს, რაოდენ უხვი და მადლმოსილია. თუნდაც ბოლო მოვლენების ჟამს, პანდემიის პერიოდში გამოჩნდა, რომ მისი წინამძღოლობით საქართველოს ეკლესიამ დაამოწმა მთელი მსოფლიოს წინაშე ჭეშმარიტება და ჭეშმარიტი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი, დიდი სულიერი ამოცანისადმი, რომელიც მთელი ერის წინაშე იდგა. ღმერთმა გაახაროს ჩვენი უწმინდესი და უნეტარესი, გააძლიეროს და მრავალსა წელს, მრავალ ჟამს ყოფილიყოს მისი წინამძღოლობა" , – აღნიშნა პატრიარქის თანამოსაყადრემ.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно