მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა


     საქართველოში გარემოს დაცვის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა, თბილისის მერის მოადგილემ, მაია ბითაძემ, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის CENN აღმასრულებელმა დირექტორმა, ნანა ჯანაშიამ და სავაჭრო და გასართობი ქალაქის „ისთ ფოინთი" მარკეტინგის დირექტორმა, თეა ლომინაძემ ხელი თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს.

     მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ გარემოსდაცვით სფეროში საზოგადოების ცნობიერების დონის ამაღლების, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ზრდის მიმართულებით.

     ნინო თანდილაშვილის განაცხადებით, გარემოს დაცვა და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა ქვეყნის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის მშენებლობაშიც საჯარო, კერძო და არასამთავრობო სექტორის ეფექტიან კოლაბორაციას განსაკუთრებული ფუნქცია აქვს.

     „დღეს ძალიან მნიშვნელოვან თანამშრომლობას ეყრება საფუძველი. გარემოსდაცვითი პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელების ნაწილში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მაქვს წარმატებული ერთობლივი მუშაობის მოლოდინი",- განაცხადა ნინო თანდილაშვილმა.
 
      აღსანიშნავია, რომ მემორანდუმის ინიციატორია სავაჭრო და გასართობი ქალაქი „ისთ ფოინთი", რომელიც ნარჩენების გონივრული მართვის და გარემოს დაცვის მიზნით, მომხმარებელს მანქანის უფასო ელექტროდამტენით სარგებლობის, ასევე, ელექტრობატარეების შესაგროვებელი პუნქტის გამოყენების და ცენტრის ტერიტორიაზე განთავსებულ ურნებში ნარჩენების სეპარაციის შესაძლებლობას აძლევს.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно