ავიაკომპანია „ბოინგი" კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა


     თვითმფინავების უმსხვილესი წარმომადგენელი კომპანია „ბოინგი", კიბერთავდასხმის მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს. როგორც „ბოინგში" აცხადებენ, ჰაკერულ თავდასხმას წარმოების შეფერხება არ გამოუწვევია.

     „ბოინგზე" კიბერთავდასხმის შესახებ თავდაპირველად ინფორმაცია გამოცემა Seattle Times-მა გაავრცელა. გაზეთი წერდა, რომ კორპორაციის კომპიუტერებში ვირუსი WannaCry მოხვდა, რომლითაც გასულ წელს მსოფლიო მასშტაბით 200 000 კომპიუტერი დავირუსდა.

     ექსპერტების აზრით, გლობალურმა კიბერთავდასხმამ WannaCry ვირუსის გამოყენებით ერთ მილიარდი დოლარის ზარალი გამოიწვია.скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно