საქართველო ოფიციალურად შეუერთდა კულტურული მემკვიდრეობის წლის ინიციატივას


     ევროკომისიის ინიციატივით და ევროპის პარლამენტის გადაწყვეტილებით 2018 წელი კულტურული მემკვიდრეობის წლად იქნა გამოცხადებული. ევროპული საზოგადოება, აცნობიერებს რა კულტურული მემკვიდრეობის ფუნდამენტურ მნიშვნელობას ევროპული იდენტობის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში, მის სოლიდურ წვლილს ეკონომიკასა და პოლიტიკაში, კულტურულ მემკვიდრეობას პოლიტიკის უმაღლეს პლატფორმაზე აყენებს.

     აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, საზოგადოების მაქსიმალურად ჩართვისათვის ევროპის მასშტაბით დაგეგმილია მთელი რიგი აქტივობები, რომლის ძირითადი გზავნილებია: დაცვა, ჩართულობა, მდგრადობა და ინოვაცია, რაც თავის მხრივ ჩაშლილია ათ ინიციატივაში (დეტალური ინფორმაციის ნახვა შეგიძლიათ სპეციალურ ვებ-გვერდზე: www.europa.eu/cultural-heritage/).
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно