,,პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ საფლავზე მისვლა"– სოზარ სუბარი


     საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

     დევნილთა და განსახლების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, სამშობლოსთვის დაღუპული კიდევ 22 გმირის ნეშტი დაუბრუნდა საკუთარ ოჯახებს.

     „2013 წლიდან მთლიანობაში 148 ადამიანია იდენტიფიცირებული, 109 ქართული მხარის მებრძოლი, 39 კი აფხაზური მხარის მებრძოლი. 177 ადამიანი ექსჰუმირებულია და მათი იდენტიფიცირების პროცესი მიმდინარეობს. 2400-ზე მეტი ადამიანია დაკარგული მთლიანობაში ორივე მხრიდან. მთლიანობაში ეს პროცესი შეუძლებელი იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მართლაც დაუღალავი მუშაობა და რომ არა აფხაზური მხარის ძალიან კონსტრუქციული მიდგომა, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში, ორივე მხარე ამოვდივართ ერთი მიზნიდან – აქ პოლიტიკას ვდებთ განზე და ვამბობთ, რომ ოჯახებს სჭირდებათ თავიანთი შვილების, თავიანთი მშობლების საფლავზე მისვლა, იცოდნენ ეს ადამიანები სად არიან დამარხული", - განაცხადა სოზარ სუბარმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно