როგორ ვისწავლოთ ეკონომია?


    ფსიქოლოგების კვლევების თანახმად შეძლებული მყიდველი მაღაზიაში ყიდულობს ზუსტად იმას, რაც ჭირდება, ხოლო ნაკლებად შეძლებული ადამიანის შოპინგს უმეტესწილად თან ახლავს დამატებითი ხარჯები. თითქოს, ყველაფერი პირიქით უნდა იყოს: მით ნაკლები ფული გვაქვს, მით უფრო დიდხანს უნდა ვფიქრობდეთ  რაიმე ზედმეტი ნივთის შეძენამდე. სინამდვილეში კი მუდმივი ფიქრი და რთულად მიღებული გადაწყვეტილებები სუსტებს გვხდიან ცდუნების წინაშე.

    ჩვენი ნებისყოფა კუნთების პრინციპით მუშაობს: გარკვეული დროის შემდეგ დაძაბული კუნთი უნდა მოვადუნოთ, რათა დასვენების სშუალება მიეცეს. ნებისყოფაც ასეა: მით უფრო ბევრ რთულ და არასასიამოვნო გადაწყვეტილებას ვღებულობთ, მით უფრო რთულად ვწყვეთთ შემდეგ ამოცანას. სუსტი ნებისყოფა თვითკონტროლის დაკარგვას იწვევს და მაშინ განწყობის უმნიშვნელო რყევასაც კი შეუძლია მოუფიქრებელი ქმედებისკენ გვიბიძგოს. ამიტომ ეკონომიის პრინციპების ათვისების  მთავარი გასაღები ჩვენი ნებისყოფის ძირითადი პრინციპების ცოდნაშია. 

    ერთჯერზე მხოლოდ ერთი გადაწყვეტილება მიიღეთ. მნიშვნელოვანი საფინანსო გადაწყვეტილებების მიღებისას შუალედები გააკეთეთ. ერთ დღეში ყველა დავალიანების დაფარვის მცდელობისას შესაძლოა ნებისყოფა გადაძაბოთ და თვითკონტროლი შეასუსტოთ.

     თვალყური ადევნეთ საკუთარ ხარჯებს. იქონიეთ ხარჯთაღიცხვის დღიური, სადაც ყოველდღიურად ჩაწერეთ სად და რისთვის ხარჯავთ.

     შეეჩვიეთ თანხის გადადებას.  გახსენით საბანკო ან საინვესტიცო ანგარიში, სადაც პერიოდულად გადარიცხავთ გარკვეულ თანხას. ამის საშუალებით ნაკლებ გადაწყვეტილებას მიიღებთ და არ დახარჯავთ ხშირად რესურსებს.

     მოერიდეთ ცდუნებას. თავი აარიდეთ სავაჭრო ცენტრებს და ჰიპერმარკეტებს. მოიფიქრეთ, რითი დაკავდეთ იმ დროს, რომელსაც ჩვეულებრივად საყიდლებს უთმობთ. თან იქონიეთ მხოლოდ ის თანხა, რომლის დახარჯვასაც აპირებთ. საჭიროების გარეშე საკრედიტო ბარათებს თან ნუ ატარებთ.

    მიენდეთ მხარდაჭერას. თქვენ უფრო მყარად მიყვებით დაგეგმილ მიზანს, თუ საკუთარი ,,მხარდაჭერის გუნდი” გეყოლებათ. თქვენს გარშემო გამოცდილი, საიმედო ადამიანები იყოლიეთ, რომლებიც თქვენს ნებისყოფას გაამყარებენ და დასახული მიზნისკენ მიმავალ გზაზე მხარს დაგიჭერენ.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно

წყარო: http://premiumi.ge/?p=3739