სებმა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა


      საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეროვნულმა ბანკმა 10 ლარის ნომინალის ვერცხლის საკოლექციო მონეტა გამოუშვა.
 
     ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, იმისათვის, რომ მონეტის შეძენა შეძლოს მაქსიმალურად ბევრმა კოლექციონერმა,  პირველი 5 დღის განმავლობაში დაწესდება შეზღუდვა - ერთ მომხმარებელს შეეძლება იყიდოს არაუმეტეს ორი მონეტისა. მონეტის შეძენისას საჭიროა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

      მონეტის შეძენა შესაძლებელი იქნება:
     საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში, მისამართი: თბილისი, კახეთის გზატკეცილი 72, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით (სამუშაო საათები: 10:00 - 17:00, შესვენება - 13:00-14:00)
      საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში, მისამართი: ყვარელი, რუსთაველის ქ. 10. ხუთშაბათიდან ორშაბათის ჩათვლით (სამუშაო საათები 10:00-17:00, შესვენება 13:00-14:00)


скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно