ნორვეგიის სამეფომ საქართველოს გრანტი გამოუყო


      ნორვეგიის სამეფო საქართველოს დახმარებას გაუწევს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარების ხელშეწყობის, ნორმატიული ბაზის შემუშავების და კვალიფიციური კადრების მომზადების მიმართულებით. ამ მიზნით, ნორვეგიამ გამოყო გრანტი 3,9 მლნ აშშ დოლარის ოდენობით , რომელსაც საქართველო 4 წლის განმავლობაში მიიღებს.

      ნორვეგიის ქალაქ ტრონდჰეიმის ტექნიკურ უნივერსიტეტში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები გაივლიან სამაგისტრო პროგრამას ჰიდროინჟინერიაში. პირველი სტუდენტები ნორვეგიაში უკვე მიმდინარე წელს გაემგზავრებიან.

      ასევე, 5 მოკლევადიანი კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი ჩატარდება საქართველოს რამდენიმე საჯარო უწყების თანამშრომლებისთვის, რომლებიც აღნიშნული მიმართულებით მუშაობენ.

      ნორვეგიული მხარე დაგვეხმარება საქართველოში ჰიდროლოგიური და მეტეოროლოგიური მონაცემების მართვის სისტემის ჩამოყალიბებასა და წყლის რესურსების მენეჯმენტის მოდელირებაში.
გრანტი ასევე ითვალისწინებს ისეთი პროექტების მხარდაჭერას, როგორიცაა ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების გზამკვლევის შემუშავება და საქართველოს ენერგოსისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობა თურქეთის ენერგობაზართან.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно