საპატრიარქო ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილების მოგზაურობის განრიგთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
„გაცნობებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ ინდოეთის პრემიერ-მინისტრის, ბატონ ნარენდრა მოდისთვის გაგზავნილი თხოვნის პასუხად, წმინდა ქეთევან წამებულის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ რამდენიმე თვით დარჩება.
გთავაზობთ ივნისისა და ივლისის თვეში წმინდა ნაწილთა მოგზაურობის გარნრიგს:
13ივნ.-24ივნ. ალავერდის მონასტერი
24ივნ.-1ივლ. ავჭალის წმ. ქეთევან წამებულის სახ. ტაძარი
1ივლ.-8ივლ. წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძარი (თემქა)
12ივლ.-15ივლ. 100 000 მოწამის სახელობის ტაძარი (დიდი დიღომი)
15ივლ.-22ივლ. წმ.ნიკოლოზის სახელობის ტაძარი (მტკვრის მარცხენა სანაპირო)
22ივლ.-29ივლ. მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი."- აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
