,,არასამთავრობო ორგანიზაციების საკითხები გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე"–პრეზიდენტი


     საქართველოს პრეზიდენტი მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილი პროცესით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ კანდიდატების შერჩევა საზოგადოებრივი განხილვების გარეშე მოხდა.

     „კანდიდატურების განხილვა და კანდიდატურებზე მსჯელობა არის ზურგის შექცევა და  გაქცევა იმ მთავარი საკითხიდან, რომელიც საზოგადოებამ ნათლად და აქტუალურად დააყენა და ეს საკითხი მდგომარეობდა შემდგომში, რომ უნდა მოხდეს პროკურატურის დეპოლიტიზაცია. უნდა განხორციელდეს მთავარი პროკურორის შერჩევა ისე, რომ ჰქონდეს საზოგადოების მაღალი ნდობა, უნდა მომხდარიყო ამ ხნის განმავლობაში საჯარო კონსულტაციები, მე რამდენადაც ვაკვირდები პოლიტიკურ პროცესს, ასეთი საჯარო კონსულტაციები და აქტიური საჯარო განხილვა არ მომხდარა ისე მოხდა კანდიდატურებზე მსჯელობა. შესაბამისად ცალკე კანდიდატურებზე მსჯელობა არის გაქცევა საზოგადოების მთავარი შეკვეთიდან, რომ ეს იყოს მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პროფესიონალი.

     აქვე გაგახსენებთ იმ მსჯელობას, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ რა საკითხებიც იყო წამოწეული. უცებ ეს საკითხები გვერდზე გადაიდო და დავიწყეთ მსჯელობა კონკრეტულ კანდიდატურებზე. მე არც ერთის მიმართ პოზიციას არ დავაფიქსირებ, მთავარია პროცესი როგორ განხორციელდება,"-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

     გიორგი მარგველაშვილის თქმით, მთავარ პროკურორს უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, რათა აღარ მოგვიწიოს ისეთი ტრაგიკული ისტორიების მოსმენა, რომელიც გასულ თვეს რუსთაველის გამზირზე ისმოდა.

     „პროკურატურის სისტემას უნდა ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა. იმისთვის, რომ ჰქონდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და ჩვენ არ ვისმენდეთ რუსთაველის გამზირზე ტრაგიკული ისტორიების მთელ საგას, რომლის მოსმენაც სამწუხაროდ ჩვენ მოგვიხდა, ამისთვის ჩვენ გვჭირდება   საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი მთავარი პროკურორი, რომელსაც გარდა მაღალი სანდოობისა, ექნება შესაძლებლობა, სისტემის შინაარსობრივი რეფორმა განახორციელოს," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно