ხაბეიშვილი: კალაძის მთავრობამ მოახერხა, რომ ბაღებში კვების მიმართულებით გვაქვს პრობლემები


     ,,ათწლეულებია პრობლემა არ ყოფილა ბაღებში კვების საკითხზე, კალაძის მთავრობამ და ბაღების მართვის სააგენტომ მოახერხა, რომ ჩვენ ამ მიმართულებით გვაქვს პრობლემა"– აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საკრებულოს ფრაქცია ,,ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა. 

      ხაბეიშვილი ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს კახაბერ გვანცელაძეს ხვდება. როგორც ხაბეიშვილმა შეხვედრის დაწყებამდე ჯურნალისტებს განუცხადა, ბაღების მართვის სააგენტოში ადგილი აქვს ნეპოტიზმს და აღნიშნულ საკითხსაც დააყენებს სააგენტოს ხელმძღვანელთან. 

      ,,ჩვენ გუშინ მოვისმინეთ ბაღების თანამშრომლების განმარტება, რომ გუფთა იყო, მაგრამ მასში ხორცი არ იყო, ხაჭაპური იყო უბრალოდ ყველი არ ჰქონდა. კვების ასეთი რაციონი რომ აქვთ ბავშვებს, უკვე სერიოზული პრობლემაა. ღვინის შეფუთვით რომ რძე შეაქვთ ესეც პრობლემაა. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ სამი ბაღი, რომელიც დახურეს, პედაგოგებმა და მშობლებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. დღეს ხდება ამ ბავშვების გადანაწილება ისეთ ბაღებში, სადაც ისედაც ბევრი ბავშვია. შესაბამისად, ამ კონკრეტულ კითხვებთან დაკავშირებით გვინდა მოვისმონოთ გვანცელაძის პასუხები. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ბაღების მართვის სააგენტო გაივსო არაკვალიფიციური კადრებით, გაივსო ნათესაური კავშირებით დანიშნული ადამიანებით, შესაბამისად, ჩვენ გვაქვს კონკრეტული სია, რომელზეც კონკრეტულ პასუხებს მოვთხოვთ გვანცელაძეს", - განაცხადა ხაბეიშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно