,,არის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები, რომ დავუპირისპირდეთ ამ უსამართლობას"– მაჩალიკაშვილი


     „ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას," - ეს განცხადება თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა, პანკისში გამართულ აქციაზე გააკეთა.
 
     მაჩალიკაშვილი არ აკონკრეტებს რა მეთოდით აპირებს ბრძოლის გაგრძელებას, თუმცა აღნიშნავს, რომ მათ გააჩნიათ განსაკუთრებული მეთოდები. 

     „ამდენი ტყუილები და ამდენი ჭორები უკვე მომწყინდა, სიმართლე გითხრათ და უკვე სხვა მეთოდებით ვაპირებ ამის წინააღმდეგ ბრძოლას. იმ მეთოდებს, არ მივიჩნევ საჭიროდ, გავაჟღერო. არის ჩვენი განსაკუთრებული მეთოდები, რომ დავუპირისპირდეთ ამ უსამართლობას," - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно