ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს 20% "ქართულ ოცნებას, 11% "ნაციონალურ მოძრაობას, დაუჭერდა მხარს- NDI


     NDI-ის კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხულთა 20% "ქართულ ოცნებას" მისცემდა ხმას, 11% - "ნაციონალურ მოძრაობას," 4% - "ევროპულ საქართველოს," 3% კი - "ლეიბორისტულ პარტიას."

     გამოკითხულთა  30% ამბობს, რომ არ იცის, რომელ პარტიას მისცემდა ხმას, 15% კი არც ერთ პარტიას არ უჭერს მხარს. კითხვაზე პასუხის გაცემა 10%-მა არ ისურვა.

     NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 23 ივნისიდან 8 ივლისის პერიოდში ჩატარდა, 2 409 დასრულებული ინტერვიუს სახით.
скачать dle 11.1смотреть фильмы бесплатно